აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებული ვითარების მონიტორინგს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, შეერთებული შტატები ვერ ხედავს მიზეზს საკუთარი ბირთვული ძალების პოზიციების კორექტირებისთვის ისევე, როგორც ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.
მილერმა აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმება მიუთითებს იმაზე, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს ქვეყანაზე სულ უფრო მეტ კონტროლს აძლევს.
14 ივნისს ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება დაიწყო.