რუსმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონში ცვლილებებს „სპეცოპრაციის მონაწილეების დისკრედიტაციისათვის" სასჯელის გამკაცრების შესახებ.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, კანონი შეეხება უკრაინაში ომის ყველა მონაწილეს, მათ შორის „მოხალისეებსაც,“ მაგალითად დაჯგუფება“ ვაგნერის“ მებრძოლებსაც. ასეთი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მანამდე კი სასჯელის მაქსიმალური ზომა 5-წლიანი პატიმრობა იყო.
რუსული არმიის შესახებ „ყალბი“ცნობების გავრცელება კი ითვალისწინებს მაქსიმალურ სასჯელს - 15-წლიან პატიმრობას.