რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, პუტინის დაკავების ორდერი ტუალეტის ქაღალდს შეადარა.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. არ არის საჭირო ახსნა სად უნდა იქნეს გამოყენებული ეს ნაშრომი" წერს მედვედევი და ტექსტს ტუალეტის ქაღალდის ე.წ. ემოჯის ურთავს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება