ამის შესახებ ნათქვამია კატარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში
ჭრიჭინები და ხოჭოს ჭუპრები კატარელთა თეფშებზე არ აღმოჩნდებიან.
კატარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თქმით, მწერებისგან დამზადებული პროდუქტები არ აკმაყოფილებენ „მოთხოვნებს ჰალალი პროდუქტის ტექნიკური რეგულაციების შესახებ".
სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს რეგულაციები „და კომპეტენტური ორგანოების რელიგიური მოსაზრება“ კრძალავს „მწერების ან მათგან მიღებული ცილების და დანამატების მოხმარებას“, - აცხადებს სამინისტრო.
განცხადება მოჰყვა ევროკავშირში შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან საკვებ პროდუქტში ჭრიჭინების და ხოჭოს ჭუპრების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას.
მეცნიერები ამბობენ, რომ ისლამურ კანონში არ არსებობს მკაფიო განმარტება, შეიძლება თუ არა მწერების ჭამა. უმეტესობა ამბობს, რომ კალია ჰალალია ანუ ნებადართულია, თანახმად ყურანისა, მაგრამ ბევრი ისლამური იურისტი უარყოფს სხვა მწერებს, რადგან ისინი უწმინდურად ითვლებიან.
კატარმა განაცხადა, რომ კვების პროდუქტების შესაბამისობებს ჰალალის წესებთან ამოწმებენ და საკვებ პროდუქტებში შემავალი ცილის წყაროს განსაზღვრავენ „მინისტრის მიერ აკრედიტებული ისლამური ორგანოები და მისი საერთაშორისოდ აკრედიტებული ლაბორატორიები“.