ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლურ ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, გათავისუფლებული აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები რუსეთისა და ბელარუსის რეჟიმების მიერ პუსამართლოდ იდევნებოდნენ და დაპატიმრებულნი იყვნენ გაუსაძლის პირობებში.
"პოლიტპატიმრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ უსამართლოდ არიან დაკავებულები რუსეთისა და ბელარუსის ციხეებში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.