ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების ნათქვამი, ე.წ. "აგენტების კანონი" თითქოს ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს, დეზინფორმაციაა. ამის შესახებ მან ლუქსემბურგში ბლოკის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"განვიხილეთ მოვლენების ბოლო განვითარება საქართველოში "უცხოური გავლების გამჭვირვალობის კანონის" შესახებაც იყო საუბარი, გული გვწყდება, რომ ევროკავშირზე და მის ღირებულებებზე არის ფართო დეზინფორმაცია ოფიციალური მხარისგან. ჩვენ გვესმის საქართველოს უმაღლესი დონის ხელმძღვანელობის განცხადებები და გასაოცარია, რომ მათი პოზიციით ეს კანონი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ნათლად მინდა, განვაცხადო, არა!
აღნიშნული კანონი და მის გარშემო ნეგატიური მოვლენების განვითარება საქართველოს აშორებს ევროკავშირთან, ამაზე უფრო ნათლად და ლაკონიურად ვერ გამოვხატავთ. ეს საქართველოს აშორებს ევროკავშირს. აღნიშნულ განცხადებას 26-მა წევრმა დაუჭირა 27-დან. არ არის კონსენსუსი, მაგრამ არ გვჭირდება კონსენსუსი იმისთვის, რომ სიტუაცია შევაფასოთ",- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში ბლოკის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.