მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა, - ამის შესახებ პლატფორმა X-ზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს.
„გარე გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. თუ მიღებული იქნება, ის შეზღუდავს SCO-სა და მედიის მუშაობას და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს ევროპული გზა, - წერს ბორელი.