ამერიკის პრეზიდენტმა ნევადის შტატის საპრეზიდენტო პრაიმერიზში, ფაქტობრივად, ოპონენტების გარეშე გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 89% მიიღო. დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე ნაკლები მიიღეს.
პრაიმერიზი ნევადაში რესპუბლიკელებმაც ჩაატარეს. დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ გამარჯვება ვერ მოიპოვა - იმის მიუხედავად, რომ თავად ტრამპი ამ პრაიმერიზში არ მონაწილეობდა, ამომრჩეველთა უმეტესობამ - 62%-მა აირჩია ვარიანტი „არცერთი კანდიდატი“, თავად ჰეილის კი მხარი 30%-მა დაუჭირა.
მომდევნო პრაიმერიზი მიჩიგანის შტატში გაიმართება. ე.წ. პირველად არჩევნებში, სადაც კენჭისყრა პირდაპირი წესით მიმდინარეობს, ამერიკელი ამომრჩევლები თითოეულ შტატში, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატს ირჩევენ. ახლანდელი პროგნოზით, 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.