აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიულ შეთანხმებას კენჭი რაც შეიძლება სწრაფად უყარონ.
„მივაღწიეთ თანხმობას ეროვნული უსაფრთხოების ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მკაცრ და სამართლიან სასაზღვრო რეფორმების ნაკრებს. მე მას მტკიცედ ვუჭერ მხარს.
თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და გაიზრდება ხარჯები ამერიკისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, შეიკრიბოს და სწრაფად მიიღოს ეს ორპარტიული შეთანხმება. დადეთ იგი ჩემს მაგიდაზე, რათა დაუყოვნებლივ მოვაწერო ხელი“, - აცხადებს ბაიდენი.