შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა მიიტანეს.
"დამნაშავეებს პასუხს ვაგებინებთ იმ დროსა და იმ ფორმით, როგორც საჭიროდ ჩავთვლით", - განაცხადა ბაიდენმა.
ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან ოფიციალურ თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.
შეგახსენებთ, იორდანიაში, აშშ-ის ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს.