7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს.




