შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიჩიგანში დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ხმების 81.1% მიიღო. ამის შესახებ The Washington Post იუწყება.
ბაიდენის კონკურენტმა, პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა დინ ფილიპსის 3% მიიღო, მწერალმა მარიან უილიამსონმა - 2.7%.
ამავდროულად, 100 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა (13.3%) მისცა ხმა, როგორც "გადაუწყვეტელმა." ამ მოსაზრების დაფიქსირება მიჩიგანელმა დემოკრატებმა ისრაელის მიმართ ბაიდენის პოლიტიკის გასაპროტესტებლად გადაწყვიტეს. პარტიის პროგრესისტული და მემარცხენე ფრთა დემოკრატ პრეზიდენტს პროისრაული პოზიციების და ცეცხლის შეწყვეტისთვის არასაკმარისი ქმედებებისთვის აკრიტიკებს.
იმავე დღეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა მიჩიგანის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში. ხმების 99%-ის დათვლის შედეგად მისი შედეგი 68.2%-ია, ხოლო მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ 26.5% მიიღო.