აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, აშშ-ის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული დებატები მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გუშინ, გვიან საღამოს გამართული პირველი დებატების შედეგებს მიმომხილველთა აბსოლუტური უმრავლესობა დემოკრატიული პარტიისთვის აშკარად არასახარბიელოდ აფასებს.
„სიენენის" თქმით, მას შემდეგ, რაც 1960 წელს ჯონ კენედიმ და რიჩარდ ნიქსონმა დაიწყეს და საფუძველი ჩაუყარეს სატელევიზიო დებატების ტრადიციას, არცერთი პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლა არ ყოფილა ჯო ბაიდენის გუშინდელი გამოსვლაზე სუსტი>
გუშინდელ დებატებში ჯო ბაიდენის გამოსვლას დემოკრატებმა „კატასტროფული" უწოდეს, - წერს „სიენენი".
საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატის შეცვლა ნაკლებადსავარაუდოა, თუმცა დებატებში ბაიდენის შემაშფოთებელი გამოსვლის შემდეგ ამის შესახებ ბევრი ცნობილი დემოკრატი საუბრობს, - წერს „გარდიანი".
მიუხედავად იმისა, რომ დებატების მსვლელობისას ჯო ბაიდენმა შეძლო ცოტა უფრო მეტად ფოკუსირება, იგი მუდმივად ცუდად და ზოგჯერ კატასტროფულადაც კი გამოიყურებოდა. დებატების დასრულების შემდეგ, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ბაიდენი გაცივებული იყო, თუმცა ზოგიერთმა დემოკრატიული პარტიიდან ღიად იკითხა: არის კი ბაიდენი სიცოცხლისუნარიანი, როგორც კანდიდატი? - წერს გერმანული „ტაგესშაუ".
CNN-ის ეთერში გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაყურებელთა 67% აზრით ტრამპმა გაიმარჯვა დებატებში, 33% კი ფიქრობს, რომ დებატები ბაიდენმა მოიგო, - წერს „ფოქსი".
ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის მომდევნო დებატების გამართვა 10 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.