აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნოემბრის არჩევნებამდე პირველ დებატებს 27 ივნისს გამართავენ.
დებატები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება CNN-ზე აუდიტორიის გარეშე და 90 წუთი გაგრძელდება. ტელეკომპანიის ცნობით, კანდიდატები ვერ გამოიყენებენ შენიშვნებს, როდესაც კანდიდატის ჯერი დადგება, მიკროფონი ჩაირთვება.
მოელიან, რომ დებატები შეიძლება გახდეს გარდამტეხი მომენტი ხმებისთვის ბრძოლაში.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.