აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და 2024 წლის არჩევნებისთვის ჰარისის კანდიდატურას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩემო კოლეგებო, დემოკრატებო, მე გადავწყვიტე, არ მივიღო მონაწილეობა და მთელი ჩემი ენერგია მივმართო ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობებზე ჩემი ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის კანდიდატის 2020 წელს, იყო ვიცე-პრეზიდენტად კამალა ჰარისის არჩევა. და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დღეს მსურს, ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარვადგინო, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის ნომინანტი. დემოკრატებო, დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. მოდი, გავაკეთოთ ეს“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურა მოხსნა.
My fellow Democrats, I have decided not to accept the nomination and to focus all my energies on my duties as President for the remainder of my term. My very first decision as the party nominee in 2020 was to pick Kamala Harris as my Vice President. And it’s been the best… pic.twitter.com/x8DnvuImJV
— Joe Biden (@JoeBiden) July 21, 2024