ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დემოკრატიული პარტიიდან ჯინ შაჰინი კოლეგებს მოუწოდებს, შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ "მეგობარი აქტს". ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სანქციების დაწესებასა და არაერთ ნაბიჯს მოიცავს "ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ.
"აქციის მონაწილეები აგრძელებენ მშვიდობიან მარშებს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. მე ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, შემომიერთდნენ MEGOBARI აქტის მხარდასაჭერად."- წერს X-ზე სენატორი ჯინ შაჰინი.
სენატს "MEGOBARI აქტის" განხილვა ორ დღეში, 27 მარტს აქვს დაგეგმილი.
"Protestors continue to march peacefully in support of democracy and Georgia's European future," said @SenatorShaheen. "I stand with the Georgian people and encourage my colleagues to join me in supporting the MEGOBARI Act." https://t.co/T8SZdt8GSJ pic.twitter.com/rNDBgoAEeP
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) March 25, 2025