ამის შესახებ ჯინ შაჰინმა დაახლოებით ორი საათის წინ პლატფორმა X-ზე განაცხადა.

ნიუ-ჰემპშირის ხალხის მსახურება - წარმოუდგენელი პატივი იყო. დღეს, გულდასმით განხილვის შემდეგ, ვაცხადებ, რომ მივიღე რთული გადაწყვეტილება, არ მოვითხოვო ხელახლა არჩევა სენატში 2026 წელს. ჩვენ წინ გვაქვს გადამწყვეტი გამოწვევები, როგორც სახლში, ისე მთელ მსოფლიოში. და მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვაპირებ ხელახლა არჩევას - დამიჯერეთ, მე არ ვაპირებ გადადგომას. მე მზად ვარ ვიმუშაო ყოველ დღე მომდევნო ორი წლის განმავლობაში და შემდგომში, რათა უკეთესობისკენ შევცვალო ნიუ-ჰემპშირის და ამ ქვეყნის ხალხის ცხოვრება, - წერს ჯინ შაჰინი.

დემოკრატი ჯინ შაჰინი (დაბ. 1947წ) ნიუ-ჰემპშირის შტატის გუბერნატორი იყო 1997-2003 წლებში. 2008, 2014 და 2020 წლებში კი სამჯერ ზედიზედ იყო არჩეული სენატში. ჯინ შაჰინი პირველი ქალია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც აირჩიეს როგორც გუბერნატორად, ასევე აშშ-ის სენატორად.

ჯინ შაჰინი „იუსაიდის“ დაფინანსების შემცირების მკვეთრი მოწინააღმდეგეა.

სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშთან ერთად სენატორმა ჯინ შაჰინმა კომიტეტს განსახილველად წარუდგინა „მეგობარი აქტი", რომელიც საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. მოსმენა, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო, გადაიდო. მოსმენის გადადების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.