ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, მე ვაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას! - ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.

"ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია და არაერთხელ გამართა საქართველოს ქუჩებში საპროტესტო აქციები თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მე ვაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, სანამ ისინი მათი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები", – წერს ჯინ შაჰინი.