ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მსოფლიოს ახსენებს, რა მონსტრია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.
„ეს ნამდვილად გვიჩვენებს, როგორ გაუსწორდება პუტინი ყველას, ვინც რუსი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს არის ტრაგედია და ეს არის ის, რაც მთელ მსოფლიოს ახსენებს, რა მონსტრია პუტინი“, - განაცხადა ტრიუდომ.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.