მინდა პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და მეუღლეს გაუკეთეს, – ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
„ეს თუ სიმართლეა, მინდა, პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ იმისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეუღლეს გაუკეთეს. ეს დღე ძალიან მალე დადგება. მინდა, მსოფლიო თანამეგობრობას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ეს ბოროტება“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.