იტალიაში, კუნძულ ლამპედუზის სიახლოვეს, მიგრანტების ნავი ჩაიძირა - შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ 4 მგზავრი.
დაღუპული მიგრანტების უმეტესობა ტუნისიდან იყო და სამშობლო იტალიაში თავშესაფრის ძიების იმედით დატოვა. ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპამდე ზღვით მისვლის მცდელობის დროს წელს უკვე 1800-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.