საბერძნეთის სანაპირო დაცვამ მათი ქვეყნის სანაპიროსთან თითქმის 100 მიგრანტი გადაარჩინა. ამ ინფორმაციას საბერძნეთის სახელმწიფო რადიო EPT სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველებმა სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც სავარაუდოდ, არალეგალ მიგრანტებს ევროკავშირში მოხვედრაში ეხმარებოდნენ.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ პარასკევს ეგეოსის ზღვის კუნძულ კარპატოსთან ახლოს იალქნიან ნავზე 71 მიგრანტი იპოვეს, ხოლო კიდევ 27 როდოსის სანაპიროზე გადაარჩინეს.
ტრეფიკიორებს სახიფათო საზღვაო მარშრუტებით არალეგალები რეგულარულად გადაჰყავთ თურქეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში - საბერძნეთში, კვიპროსსა და იტალიაში.
ივნისში, მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიხრჩო და კიდევ ბევრი დაიკარგა.
პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიგრანტებთან გემის ჩაძირვის გამო, საბერძნეთის სანაპიროსთან მათი 300-მდე მოქალაქე დაიხრჩო.
2022 წლისთვის ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 3,800 ადამიანია, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია.