ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაციების "გაძლიერებისა და გაფართოებისთვის" ათობით ათასი რეზერვისტის გამოძახება დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, რეზერვისტების გამოძახების მიზანია გაიზარდოს ზეწოლა ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებისა და მებრძოლების დამარცხებისთვის.
მათივე თქმით, არმია იმუშავებს, რათა გაანადგუროს ჰამასის მთელი მიწისზედა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა.
ისრაელმა და "ჰამასმა" ვერ მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ შეთანხმებას, რასაც 59 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა. ვარაუდობენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 24 მძევალია ცოცხალი.