ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი აქვეყნებს.
„ჰამასის" მიერ გათავისუფლებული 13 ისრაელელი მძევალი რიფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ეგვიპტეში, იქიდან ნიცანის გადასასვლელით კი ისრაელში გადაიყვანეს.
ეგვიპტის ძალისხმევით „ჰამასმა" ისრაელელ მძევლებთან ერთად 12 ტაილანდელი მძევალიც გაათავისუფლა.
ისრაელის პრესის ცნობით, ისრაელი 39 პალესიტინელი პატიმრის გასათავისუფლებლად ემზადება.
ისრაელი ცდილობს არ დაუშვას, რომ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას საზეიმო ელფერი მიენიჭოს და აღმოსავლეთ იერუსალიმში, ერთ-ერთი პატიმრის სახლთან მასობრივ თავშეყრას და ფოტო და ვიდეო გადაღებას უშლის ხელს.