პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ორ მძევალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციისადმი "მადლიერების" ნიშნად გაათავისუფლებს. ამის შესახებ ჰამასის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელმა მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, წერს The Guardian.
უცნობია აქვთ თუ არა მათ ისრაელის მოქალაქეობა.
რუსეთის ორი მოქალაქე დღეს ისრაელის ათ მოქალაქესთან ერთად გათავისუფლდება. ჰამასსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ორი დღით გაგრძელდა.
ღაზაში, ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელი-რუსი მძევლების ნათესავები მოსკოვში ამ კვირაში წავიდნენ კრემლისთვის დახმარების სათხოვნელად.
ტერორისტულმა ორგანიზაციამ კვირას, რუსეთის მოქალაქე რონი კრივოი უკვე გაათავისუფლა. კრივოი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში არ გაუთავისუფლებიათ და როგორც ჩანს, ესეც პუტინის მიმართ "მადლიერების" ჟესტი იყო.