ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად ღაზას სექტორი კიდევ 11-მა მძევალმა დატოვა.
როგორც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, მათ შორის 3 ფრანგია, 2 გერმანელი და 6 არგენტინელი. სანაცვლოდ, ისრაელმა ციხეებიდან 33 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
აღნიშნული გაცვლა რიგით მეოთხეა. ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს. საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა 240-მდე მძევალი აიყვანეს.