აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ შეწყვეტს მუშაობას „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად.
„ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ გათავისუფლდება „ჰამასის“ ხელში ჩავარდნილი ყველა მძევალი. ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზაში, ეფუძნება ათწლეულების მუშაობას, როგორც პალესტინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი დამფინანსებელი“,- აღნიშნა ბაიდენმა.
მან განმარტა, რომ ბოლო დღეებში ის პირადად იყო ჩართული მცდელობებში იმის უზრუნველსაყოფად, რომ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ მომავალშიც შედეგი გამოიღოს.
ამასთან დაკავშირებით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ 50-ზე მეტი მძევალი უკვე გაათავისუფლეს „ჰამასის ტყვეობიდან“ და ოჯახებს დაუბრუნდნენ მცირეწლოვანი ბავშვები, ქალები და მოხუცები.
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულმა პაუზამ შესაძლებელი გახადა ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.