კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 2 დღით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლმა მაჯიდ ალ-ნასრიმ განაცხადა.
ამგვარად, სავარაუდოა, რომ 28 ნოემბერს ჰამასი კიდევ 10 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის თითოეულ დღეზე საპატიმროებიდან 30 პალესტინელ პატიმარს.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების განცხადება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ისრაელს. შეთანხმების გახანგრძლივებას ადასტურებს ჰამასი.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება დაადასტურა თეთრმა სახლმა.