დაჯგუფება “ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენელი აბუ უბაიდა აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაახლოებით 50 მძევალი დაიღუპა. აღნიშნული განცხადება „ალ-ქასიმის ბრიგადის“ Telegram არხზე გავრცელდა.
როგორც Reuters აღნიშნავს, განცხადებაში სხვა დეტალებზე არაფერია ნათქვამი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 224-ია. მათივე ცნობით, ამ რიცხვში არ შედის „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული ოთხი მძევალი.