ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელის სამხედროებთან განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გაანადგუროს ჰამასი და გააფრთხილა, რომ ომი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. - ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს
„მოემზადეთ მომავალი ამოცანებისთვის, ომი ახლა იწყება. და სამწუხაროდ, ფასის გადახდა მოგვიწევს.
მოემზადე კარგად, მოემზადე - ფიზიკურად და გონებრივად, აღჭურვილობითა და საშუალებებით. ჩვენ მივალთ მინდორზე და გავანადგურებთ ჰამასს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აქ ვერ ვიარსებებდით", - დასძინა მან.