ჰააგაში, ნატო-ს სამიტის პარალელურად, აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
როგორც მედია წერს, დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს Extinction Rebellion-ისა და სხვა აქტივისტური ჯგუფების წევრებმა. აქციის მონაწილეები მსოფლიო ლიდერებს ღაზის სექტორში ომის დასრულებისა და კლიმატის კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდებდნენ.
მედიის ცნობით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.