ამის შესახებ გერმანული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
ნებისმიერ პირს, რომელიც მინიმუმ ორჯერ ჩაიდენს დანაშაულს, შეიძლება ჩამოერთვას მართვის მოწმობა ან საერთოდ არ მიეცეს იგი. „იარაღისა და დანის ადგილი არ არის საზოგადოებრივ ადგილებში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვენ ამას ნათლად ვაცხადებთ ამ ახალი რეგულაციით“, - განაცხადა ბერლინის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირის შპრანგერმა, დღეს, სამშაბათს, სენატის სხდომის დასრულების შემდეგ და დააკონკრეტა, რომ აკრძალვა ასევე ვრცელდება ვრცელდება სარკინიგზო სადგურების შენობებსა და შესასვლელებზე, რომლებიც კედლებით ან ღობეებით არის შემოღობილი.
ახალი კანონი პოლიციას აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული ეჭვების მიუხედავად, შეამოწმოს, ატარებს თუ არა ვინმე იარაღს, მაგალითად, მეტროში. ეს ადრე აკრძალული იყო.
ახალი რეგულაციებით აკრძალულია არა მხოლოდ დანები, არამედ ფუჭი ვაზნების სასროლო და საიგნალო იარაღი, აგრეთვე იარაღი, რომელიც გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად არის განკუთვნილი და აკრძალულია მაშინაც კი, თუ მფლობელებს აქვთ ე.წ. ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზია.
გარკვეული პროფესიული ჯგუფებს, როგორიცაა სასწრაფო დახმარების სამსახურები, აკრძალვა არ ეხება. რეგულაციებით გათვალისწინებული იქნება აგრეთვე რესტორატორთა ინტერესები.
პრინციპში, მომავალში ყველა დანა, მათ შორის ჯიბის დანები, აიკრძალება. თუმცა, ეს არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დანა ისეა შენახული, რომ მისი გამოსაყენებლად სამზე მეტი მოძრაობაა საჭირო. ტრანსპორტის მინისტრმა, უტე ბონდემ, განმარტა: ყველას, ვინც Ikea-სგან ახალ დანას ყიდულობს და Ikea-ს ჩანთაში ატარებს, არ უნდა ეშინოდეს, რომ მას ჩამოართმევენ.
თუ დანა უსაფრთხოდ არის შენახული, მაგალითად, ჩემოდანში კომბინირებული საკეტით, მისი თან ტარება შესაძლებელია, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ის ადვილად ხელმისაწვდომია ელვაშესაკრავიან ზურგჩანთაში, წერს გერმანული მედია და იქვე აღნიშნავს, რომ კვლავ დაშვებულია ცხოველების საწინააღმდეგო ჩვეულებრივი წიწაკის სპრეის ტარება.
„ბილდის“ ინფორმაციით, კანონდამრღვევი შეიძლება დაჯარიმდეს 10 000 ევრომდე ოდენობის თანხით.