საქართველოს ინტეგრაცია გაჩერდება და შეიძლება, დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ეს კანონი საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილ იქნა. საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შეიძლება, დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება", – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.