ლიეტუვას პრეზიდენტი მკაცრად გმობს "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამოსულ მომიტინგეებზე ძალადობას და გამოდის გაფრთხილებით, რომ "საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას".
ის ხელისუფლებას ახსენებს ქართველი ხალხის არჩევას და მის უფლებამოსილებას.
"მკაცრად ვგმობ ძალადობრივ თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროევროპელ მომიტინგეებზე. საქართველოს მთავრობა უკან ხევს ქვეყანას და ძირს უთხრის მის ევროპულ პერსპექტივას. საქართველო ევროპას ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი და არავის აქვს უფლება წაართვას იგი",– წერს X-ზე ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.
I strongly condemn violent attacks on pro-European protesters by Georgian authorities.🇬🇪 government is pushing the country into a backslide& undermining its 🇪🇺 perspective. #Georgia belongs in Europe.🇬🇪 people chose European future& nobody has the right to take it away from them.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 2, 2024