ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აუცილებლობად მიიჩნევს NATO–ს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას, თუ დადასტურდება, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსშია.
"ჩვენი სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელარუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას. თუ დადასტურდება, რომ პრიგოჟინი ბელარუსშია, მოვითხოვთ, NATO–მ აღმოსავლეთ ფლანგი კიდევ უფრო გააძლიეროს", – განაცხადა ნაუსედამ.