ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ უკრაინამ უკვე გაატარა საჭირო რეფორმები ექსტრაორდინარულ მოცემულობასა და პირობებში, ახლა ჯერი ევროკავშირზეა".
"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ახალი გზები ვეძიოთ. მე უკვე ვესაუბრე ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ამ საკითხზე და ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ფინანსურ დახმარებაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც აქ იმყოფებოდა, რამდენჯერმე გაუსვა ხაზი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას. ჩემთვის დღეს მნიშვნელოვანია, დავინახო, რომ ევროპული ინსტიტუტები მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ამ წლის ივნისში მოხდეს. უკრაინამ უკვე გაატარა საჭირო რეფორმები ექსტრაორდინარულ მოცემულობასა და პირობებში. ახლა ჩვენი ჯერია", - ამბობს ნაუსედა.
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები არიან შეკრებილები, სადაც ისინი ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაზე, უკრაინის მხარდაჭერასა და სანქცირებული რუსული აქტივების კონფისკაციაზე მსჯელობენ.