გერმანიაში წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, – ამის შესახებ DW წერს.

გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ბავარიის ქალაქ კიცინგენში წლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 37.8 გრადუსი დააფიქსირა.

გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, კარსტენ შნაიდერმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება უდიდესი სოციალური პრობლემაა.

გერმანიისთვის ყველა დროის ტემპერატურის რეკორდი 2019 წლის 25 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც მეტეოროლოგიურ სადგურებზე 41.2 გრადუსი დაფიქსირდა.