ევროპული დედაქალაქები „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ, - იტყობინება The Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოდიან.

შესაძლო ვარიანტები, უვიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, მოიცავს მიზანმიმართულ სანქციებს და ევროკავშირის ფონდებიდან თანხების გაყინვას, განუცხადა გამოცემას ორმა ინფორმირებულმა წყარომ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ევროპის ხელისუფლება განიხილავს „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის სხვადასხვა ზომებს“.

ამასთან, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ სანქციებმა და უვიზო რეჟიმის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ კანონის მიღებას. „ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მიზანში ეს ადამიანები არ ამოიღოთ“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.