გერმანიის კონსერვატიული ბლოკის, "ქრისტიან-დემოკრატების/ქრისტიან სოციალური კავშირის" (CDU/CSU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.

"ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ მკვეთრი, დრამატული და, საბოლოო ჯამში, არანაკლებ თავხედური იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვიდან ვიხილეთ", – განაცხადა მერცმა .გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სადაც ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ დებატები გაიმართა.

მერცის თქმით, მისთვის პრიორიტეტი ევროპის გაძლიერებაა

"მე მჭიდრო კომუნიკაცია მაქვს ბევრ პრემიერ-მინისტრთან და ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურებთან და ჩემთვის პრიორიტეტია ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-ისგან. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა მსგავსი რამის თქმა ტელევიზიით, მაგრამ გასულ კვირას დონალდ ტრამპის უკანასკნელი განცხადებების შემდეგ ნათელია, რომ ამერიკელებს, ყოველ შემთხვევაში ამ ამერიკელებს, ამ ადმინისტრაციას ძირითადად არ აინტერესებთ ევროპის ბედი", –  თქვა მერცმა.