სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლა ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს გრანადაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები.
17 სექტემბერს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ გრანადაში შეხვედრის დროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუმცა იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დაისადგურებს.