ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ ავრცელებს.
ესპანეთის მთავრობა შეშფოთებულია ტურისტებისა და უცხოელების გავლენით ქვეყნის საბინაო ბაზარზე.
ბევრგან, ქირა სწრაფად იზრდება და ესპანელებისთვის ხელმისაწვდომი სახლების რაოდენობა მცირდება, რადგან ბინების დიდი ნაწილს მთელი წლის განმავლობაში ქირაობენ ტურისტები.
პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ამ ორშაბათს წარადგინა ღონისძიებათა პაკეტი, რათა გადაჭრას „ევროპული და ესპანეთის საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემა: საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა“. თავის გამოსვლაში სანჩესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი არა მხოლოდ ზღუდავს ახალგაზრდებისა და მუშათა კლასის შესაძლებლობებს, არამედ საფრთხეს უქმნის საზოგადოების დაყოფას „მდიდარ მფლობელებად და ღარიბ მოიჯარეებად“. მან გაიხსენა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპაში ფასები საშუალოდ 48%-ით გაიზარდა, თითქმის ორჯერ მეტად, ვიდრე ოჯახის შემოსავალი, რაც „არამდგრადი“ ტენდენციაა.
პედრო სანჩესის მიერ საბინაო ბაზრის გასაუმჯობესებლად წარდგენილი პაკეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა მიწის შესახებ კანონის რეფორმა, გადასახადის გაორმაგება ევროკავშირის არაწევრი უცხოელების მიერ შეძენილ სახლებზე და, მაგალითად, Airbnb-ის მეშვეობით ბინების გაქირავების კლასიფიცირება ბიზნესსაქმიანობად და, შესაბამისად, ასეთი საქმიანობით დაკავებულთა დავალდებულება, გადაიხადონ უფრო მაღალი გადასახადები და დღგ.