საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ვულოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ, როგორც ამას ოთხი წელი ვაკეთებდით. თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემით და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის", – წერს ემანუელ მაკრონი.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.