სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ იგი X-ზე წერს.
"გულთბილად ვულოცავ დონალდ ტრამპს შთამბეჭდავ გამარჯვებას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს. ბატონო არჩეულო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას, რათა ავაშენოთ სომხეთისა და აშშ-ის სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და ინტერესებზე", – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
Warmest congratulations to @realDonaldTrump on your impressive victory as the 47th President of the United States. Mr. President-elect, I look forward to working with you to build up 🇦🇲-🇺🇲 strategic bilateral relations based on our shared values, priorities and interests.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) November 6, 2024
ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.