აშშ–ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელ ხალხს მიმართავს, რომ იგი არ აპირებს ომების დაწყებას და პირიქით, გეგმავს ომების შეჩერებას. მან სიტყვით გამოსვლისას ამომრჩევლებს გამარჯვებაც უკვე მიულოცა.
"მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, მე ვაპირებ ომების შეჩერებას. ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში არ გვქონია ომი. გარდა იმისა, რომ ჩვენ დავამარცხეთ ISIS",– განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას.
იგი აცხადებს, რომ მისი მისიაა "ამერიკა გადაარჩინოს" და იგი პირობას დებს, რომ ამ მისიას შეასრულებს.
"ხალხი მეუბნება, რომ ღმერთმა რაღაც მიზეზის გამო დაგტოვა ცოცხალიო. ღმერთმა იმიტომ დამტოვა ცოცხალი, რომ ამერიკა გადავარჩინო და მისი სიდიადე აღვადგინო. ახლა კი ჩვენ ვაპირებთ ამ მისიის შესრულებას ერთად. ეს დავალება ადვილი არ იქნება, მაგრამ მე მთელ ენერგიას, სულს და გულს ჩავდებ იმაში, რომ შევასრულო ბოლომდე საქმე, რომელიც თქვენ მე მომანდვეთ.
ჩემი მმართველობა იქნება მარტივი მოდელით – გავეცი და დაპირებები და ეს დაპირებები შესრულდება. არაფერი შემიშლის ხელს ჩემი სიტყვის შესრულებაში. თქვენთვის, ხალხისთვის, ჩვენ ამერიკას კვლავ უსაფრთხოს, ძლიერს, აყვავებულს და თავისუფალს გავხდით. და ვთხოვ ყველა მოქალაქეს მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, შემომიერთდეს ამ კეთილშობილურ და სამართლიან საქმეში. დროა გავერთიანდეთ და ჩვენ სწორედ ამას ვეცდებით. დღევანდელი დღე სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, როგორც დღე, როდესაც ამერიკელმა ხალხმა დაიბრუნა კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე", – განაცხადა მან.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.