უპირობო დანებების გარდა ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"უპირობო დანებების გარდა ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება! ამისა და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) არჩევის შემდეგ, ჩვენ და ბევრი ჩვენი შესანიშნავი და ძალიან მამაცი მოკავშირე და პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ირანი განადგურების ზღვარზე მყოფი მდგომარეობიდან დავაბრუნოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირანს დიდი მომავალი ექნება", - წერს დონალდ ტრამპი.