აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ კუბაში ვითარება არასტაბილურია. ამის შესახებ ტრამპმა Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.

სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა უარყო შეშფოთება, რომ ირანთან ომი გაზის ფასებსა და აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგებზე გავლენას მოახდენს და აღნიშნა, რომ სამხედრო შეტევა ამომრჩევლებში პოპულარულია.

"ხალხი აღფრთოვანებულია იმით, რაც ხდება", - თქვა ტრამპმა.

მისი პროგნოზით, ირანის მთავრობა არ იქნება უკანასკნელი, რომელიც გატყდება.

"კუბაც დაეცემა", - თქვა ტრამპმა.

"ჩვენ შევწყვიტეთ ნავთობის, ფულის  და ყველაფრის მიწოდება ვენესუელადან, რომელიც ერთადერთი წყარო იყო. და მათ სურთ შეთანხმების დადებამ", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კონტაქტზეა კუბის კომუნისტურ ხელმძღვანელობასთან, რადგან ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ კუნძულზე არასტაბილურობა მწვავდება.

"მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ კუბასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ", - დასძინა მან.