მოსწონს თუ არა ეს ხალხს, რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, არ შეიძლება შენზე 10-ჯერ უფრო დიდ ქვეყანასთან ბრძოლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები ებრძვიან ძალას, რომელიც გაცილებით დიდია, თეორიულად ბევრად ძლიერია და არ ჩერდება.

„მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობ, შევათანხმო შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ვნახოთ, რა მოხდება და თუ გამოვა, მაშინ მე წავალ სამმხრივ შეხვედრაზე და დავასრულებ შეთანხმებას. უკრაინა დაიბრუნებს თავის ცხოვრებას. შეწყვეტენ ხალხის ხოცვას ყველგან და მიიღებენ ბევრ მიწას, მაგრამ ეს იყო ომი და რუსეთი ძლევამოსილი სამხედრო ძალაა. ჩვენ რომ არ მიგვეცა მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნიკა, სავარაუდოდ, ბევრი ფულიც მიიღეს, მათ აქვთ „პეტრიოტის“ სისტემებიც, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოა. ჩვენ ვაწარმოებთ მსოფლიო საუკეთესო იარაღს და სხვები – არაფერს. ამის გათვალისწინებით, უკრაინელი სამხედროები საოცრად მამაცები არიან, თუმცა ისინი ებრძვიან ძალას, რომელიც გაცილებით დიდია, თეორიულად ბევრად ძლიერია და არ ჩერდება. თქვენ იხილეთ რუკა, სადაც ხედავთ, ტერიტორიის რამდენად დიდი ნაწილია წაღებული. ახლა საუბრობენ დონბასზე, მაგრამ დონბასის 79%-ს რუსეთი აკონტროლებს“,- აღნიშნა ტრამპმა.