აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ამერიკული კონტინგენტი არ განთავსება. ტრამპი ასევე ამბობს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ იქნება.
„უკრაინა არ იქნება ნატო-ს ნაწილი. თუმცა, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის საფრანგეთს და გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს სურთ, განათავსონ ადგილზე შეიარაღებული ძალები. რაც არა მგონია, პრობლემა იყოს. ვფიქრობ, პუტინი დაიღალა. ვფიქრობ, ისინი ყველა დაიღალნენ. უახლოეს რამდენიმე კვირაში გვეცოდინება პრეზიდენტ პუტინის შესახებ და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს. შესაძლოა, არ მოისურვოს შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, იქნება თუ არა ამერიკული კონტინგენტი განთავსებული უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ უკრაინაში ამერიკული კონტინგენტი არ განთავსდება.
„გარწმუნებთ, რომ არა. მე ვცდილობ, შევაჩერო ხოცვა. ყოველკვირეულად ხუთიდან შვიდი ათასამდე იღუპება ამ საშინელ ომში“, – აღნიშნა ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი