აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ფოქს ნიუს რადიოსთან“ საუბრისას, როდესაც ტრამპს ჰკითხეს სტარმერთან და მაკრონთან დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, მან წამყვანს სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა: „მათ არაფერი გააკეთეს… არანაირი შეხვედრები რუსეთთან! მათ არაფერი გაუკეთებიათ,“ – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მაკრონი „მისი მეგობარია“ და დაამატა, რომ სტარმერი „ძალიან კარგი კაცია“, მაგრამ „არცერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით.“
თარგმანი: პირველი რხი