არ ვიცი, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, ორ კვირაში გეტყვით, - ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, სურს თუ არა ვლადიმირ პუტინს ომის დამთავრება.
"არ ვიცი, მაგრამ ორ კვირაში გეტყვით. ჩვენ მალე გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა ის. თუ კი, ჩვენ განსხვავებულად ვუპასუხებთ. ბატონი უიტკოფი ფანტასტიკურ საქმეს ასრულებს, მათთან ძალიან ძლიერად მუშაობს. ჩანს, რომ რაღაცის გაკეთება სურთ, მაგრამ ვიდრე დოკუმენტი არ გაფორმდება, ვერ გეტყვით. არავის შეუძლია ამის თქმა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა ბოლო რამდენიმე დღეში, ხალხი დაიღუპა იმ დროს, როდესაც ჩვენ მოლაპარაკების მოწოდებით გამოვედით. ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.